Автор: giorgitab | Сентябрь 21, 2010

მთის ჩანაწერები: დღე VII (18.08.2010)

იმის გამო რომ მანქანამ ანატორს იქით არ წაგვიყვანა და ღამეც შესაბამისად იქ გავათენეთ, მეორე დღისით დილით დავიძარით. გზა ვიცოდით რომ საკმაოდ დამღლელი იქნებოდა, მაგრამ მსიამოვნებდა იმის გაფიქრება რომ ამ დღეს გადასვლა თუ ვერა აწუნთას ძირს მივადგებოდით და მეორე დღეს მაინც გადავხედავით უკვე ნატვრად ქცეულ თუშეთს.  საბოლოოდ რომ დავთვალე ფეხით 22 კმ გვივლია, მაგრამ ეს მანძილი არ გამოხატავს მხოლოდ იმ დაძაბვას და დაღლას რაც სრულად იყო, მარტო ერთ პატარა მონაკვეთში ბილიკ-ბილიკ ავკრიფეთ უზარმაზარი სიმაღლე.

მოკლედ დილით დავიძარით. მე და ირაკლი დავწინაურდით მდინარე ანდაქის ნაპირ ნაპირ სწრაფად ვიარეთ და მუცოს ციხე კოშკების ძირასაც პირველები მივედით, ვიდრე სხვები წამოგვეწეოდნენ მაღლაც ავედით და დავათვალიერეთ კიდეც. ულამაზესია მუცო და უფრო ლამაზი ხედი იშლება იქიდან, ამიტომ იყო რომ აქ პირველად მყოფი ირაკლი ემოციას ვერ მალავდა.

მუცო, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ანდაქის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელი ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ-შია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 49 ადამიანი. სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე, დღისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებელის ნანგრევია შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მუცოიყოფა ძირითადად ორ ნაწილად, ზემოთი უფრო ძველი შეთეკაურთ უბანი და მეორე შედარებით ახალი დაიაურთ უბანი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. ამჟამად საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია.

ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს. ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინში.  მუცოში ძირითადად ორი გვარი სახლობდა: შეთეკაურები და დაიაურები.


ანდაქი, ანდაქისწყალი, მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არღუნის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 18 კმ. აუზის ფართობი 272 კმ². სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მთა პატარა ბორბალოსთან (პირიქითი ხევსურეთი).

უცოდან დავეშვით და ანდაქის ხეობიდან ხონესწყლის ხეობაში ავუხვიეთ, რთული გზა ამ დღეს ჯერ კიდევ არ გვევლო ნამდვილად უბრალოდ მანძილი იყო დიდი, მაგრამ ეს მანძილიც სწრაფად დავფარეთ. სოფელ ხონესჭალას გავცდით და აწუნთის უღელტეხილისაკენ მიმავალ ბილიკამდე სადღაც 12:30 წუთზე ვიყავით. წყალი ავავსეთ, ამოვისუნთქეთ და ასვლა დავიწყეთ. ეხლა გაცილებით ადვილია ამის გახსენება რაც ამ ბილიკზე გადავიტანეთ :) საკმაო დახრილობის მოკლე-მოკლე სერპანტინის მსგავსი ბილიკებით, სულ რაღაც 1 კმ გავიარეთ სიგრძეში თუმცაღა სიმაღლით სადღაც 1000 მ ზე მეტით ავედით მაღლა. ბილიკები თავიდან უტყეო ბუჩქნარიან ფერდობს მიუყვება, საიდანაც კარგად ჩანს ხონესწყლის ხეობა და სოფელი ხონე, შემდეგ ტყეში შედის და ალპურ მდელოზე გრძელდება. საბოლოო ჯამში ქედის თხემზე ადის და უღელტეხილამდე ხან ქედის თხემს და ხანაც ფერდობს მიუყვება ჩრდილოეთით.

ამ დროს ისევ გადავათვალიერე ინტერნეტი და არც ამ ხეობაზე და სოფლებზეა არსად ინფო.

თხემზე ასულებმა რამის გამოვიძინეთ ისე კარგად დავისვენეთ, საჭმელიც ვჭამეთ და ამოვიქაქანეთ კიდეც. ამის შემდეგღა დავიძარით,  გზა საერთოდ არ იყო რთული უბრალოდ ხანდახან ფერდობზე მიწა ჩაშლილი გვხვდებოდა ბილიკზე და ტემპის დაგდება გვიწევდა. მაინც დაღამებამდე მივედით აწუნთას უღელტეხილის ძირში, მეორე დღისთვის არცთუ ისე ბევრი მანძილი გამოჩნდა გასავლელი, წინა საღამოს დანამული კარავის ტენტი გავაშრე იქ მქროლ ცივ ნიავზე. მერე კარავიც გავშალეთ და მზეც ჩავიდა. ჩავიდა ულამაზეს ფერებად შეფერილი ღრუბლების ამალასთან ერთად. ციოდა ძალიან, ღამეს დაახლოებით 3000 მ სიმაღლეზე ვათევდით, საჭმელიც კი არ გვიჭამია ნორმალურად, წყლის მოტანა დაგვეზარა. მეც ჩაცმული შევწექი საძილე ტომარაში, იმ იმედით რომ მალევე ჩამეძინებოდა და მეორე დღეს, კარგი ამინდი იქნებოდა და შესაბამისად ხალისიც გვექნებოდა აწუნთას უღელტეხილის დასალაშქრად.

Автор: giorgitab | Сентябрь 8, 2010

მთის ჩანაწერები: დღე VI (17.08.2010)

მშვენიერი დღე იყო ასე თუ ისე, უბრალოდ ამ დღეს ძალიან დიდი მანძილი გავიარეთ. ფეხით თუ მანქანით. 22 კმ + 45 კმ. მოკლედ დილაუთენია ავბარგდით, არც გვიჭამია ნორმალურად. ეგრევე სწრაფი ტემპი ავკრიფეთ სწორ გზაზე და გუდანისკენ გავეშურეთ, გზად სოფელ ატაბესთან კინაღამ კიდევ ერთხელ შეგვსანსლეს ძაღლებმა. გადავრჩით და გზა განვაგრძეთ, გუდანამდე გზაზე სულ წყაროები იყო მიცვალებულების სახელზე გაკეთებული რაც ვერ მივხვდი ეს ისი იყო, რომ ეს ხალხი სულ ამ გზაზე დაიღუპა თუ უბრალოდ საპატივცემულოდააა ასე?

ბაცალიგო – სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდანის თემი), მდ. ხევსურეთის არაგვისა და მის მარცხენა შენაკად გუდანისწყლის წყალგამყოფის ჩრდილოეთ-დასავლეთ ფერდობზე, ხევსურეთის არაგვის ზემოთში, მარცხენა ნაპირზე. ზ. დ. 2160 მ, დუშეთიდან 77 კმ.

კაცმა რომ თქვას გუდანამდე უსწრაფესად ჩავედით, იქედან კი ბარისახომდე გზა რამდენიმემ გავაგრძელეთ. მე ფეხი უნდა მეჩვენებინა ვინმესთვის და ძალიან არ მინდოდა ჩემი ლაშქრობა ამ დღეს დამთავრებულიყო.

გუდანისოფელი დუშეთის რაიონში, საკრებულოს ცენტრი (სოფლები: ამღა, ატაბე, აყნელი, ახიელი, ბაცალიგო, ბისო, ზეისტეჩო, როშკა, უკანხადუ, ქმოსტი, ღელისვაკე, ღული, ჩხუბა, ძეძეურთა, წინხადუ, ჭიე, ჭორმეშავი, ხახმატი). დუშეთიდან 82 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 48 ადამიანი.

გუდანის ჯვარი, წარმართულიუ ღვთაება და მისი სახელობის სამლოცველო ხევსურეთში. გადმოცემით, პირველად სანეს მთაზე დამკვიდრებულა, შემდეგ სოფ. გუდანში. ხევსურულ სადიდებელთა ტექსტებში მოიხსენიება საღვთო ბერი ბაადურის სახელით. ითვლებოდა ხევსურეთის 3 ძირითადი საგვარეულო-სათემო გაერთიანების – საარაბულოს, საჭინჭარაულის, საგოგოჭუროს მთავარ ღვთაებად და მთელი ხევსურეთის საკულტო ცენტრად. გუდანის ჯვარში ხდებოდა საერთო საქმეების განსჯა-გადაწყვეტა (გარეშე მტერზე ლაშქრობა, დაზავება, მოსისხლეთა ძნელად მოსაგვარებელი საქმის გარჩევა, ჩვეულებითი სამართლის რჯულის კოდექსების დაცვა ან შეცვლა, წლის მანძილზე მოსალოდნელ ამბავთა წინასწარ შესატყობად ქადაგის დასმა და ა. შ.). იგი ძირითადად მოლაშქრე ღვთაებად მიაჩნდათ. მიეწერებოდა თავისი საყმოს დაცვა-პატრონობის ფუნქციაც (მოუსავლიანობა, ავადმყოფობა, ხიფათი და სხვა). მისი კულტი გავრცელებული იყო მეზობელ მთიელებშიც (თუშეთი, ჩაჩნეთი, ინგუშეთი).

მოკლედ სულ მოუთქმენლად ვიარეთ კორშამდე აქ ტელეფონმაც დაიჭირა და ატყდა შეუბრალებელი გადარეკვა გადმორეკვა, მოკლედ გული რომ ვიჯერეთ უ ყველი და პურიც რომ ვჭამეთ ( :) )ბარისახოში წავედით, ექიმი ვიკითხეთ და ირაკლი ნახეთო, მოვძებნეთ, ასაკიანი კაცი აღმოჩნდა, დამხედა ფეხზე და „ზელიონკა“ წაისვი დღეში ორჯერ და ეგ წყლულები გაგიქრებაო, მეტი არაფერი მეთქი და არაო, მაშინ კი დავეჭვდი მაგრამ მაინც ვენდე ამაზე უკეთესად ვიღას ეცოდინება თქო და მართალიც გამოვდექი, პრობლემა აღარ მქონია :) ბოლოს როგორც იქნა მანქანაც ვიშოვეთ ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ მგონი რომ კაი ფული გამოგვართვა 250 ლარამდე სადღაც თუ მეტი არა, ჰო კიდე კორშელი ბებო დამავიწყდა სულ ძუნწები რომ გვეძახა ქართველებს (ქუდი არ ვიყიდეთ ხევსურული) დაილოცოს უცხოელები მაგრად ვვაჭრობ ხოლმეო :) მოკლედ დანარჩენებს ამ ჩვენი სატვირთოთი გუდანში გავუარეთ და შატილისკენ დავიძარით: გუდანი, ბისო, ხახმატი, დათვიჯვარი, ლებაისკარი, კისტანი, შატილი გავირბინეთ (ღამდებოდა) და სადღაც ანატორთან ჩამოვედით მანქანიდან (მუცომდე არც მიგვიყვანა). თან მანქანა ისე ატარა (ცუდად არა მაგრამ მაინც) ერთი ორჯერ ყველამ დახუჭა თვალები შიშისგან…. მდინარე ანდაკის პირას გაიშალა კარვები, ცეცხლიც დავანთეთ, ვიბანავეთ გაყინულ მდინარეში და ცხელი საჭმელიც ვჭამეთ :D კონსერვი ცხლად :D

ლებაისკარი, შუა საუკუნეთა ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი, თუშეთ-ხევსურეთში გავრცელებული საცხოვრებელი ციხე-სახლის ერთ-ერთი ნიმუში. მდებარეობს სოფ. ლებაისკართან (პირიქითა ხევსურეთი), შატილის გზაზე. ლებაისკარი ხუთსართულიანი კოშკია, რომლის სართულები შიგნით ერთმანეთს უკავშირდებიან გადასატანი ხის კიბეებით. საქონლისათვის გამოყოფილია ქვედა სართული (გომური). ზემოთ, კედლის შუა ადგილზე, კოშკს ოთხივე მხარეს პატარა აივნის მსგავსი თითო სალოდე აქვს. უკანასკნელი სართული შიგნიდან გადახურულია შეკრული კამარით, გარედან – პირამიდისებრი საფეხურებიანი სახურავით.

შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).

სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები – გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.

Автор: giorgitab | Сентябрь 6, 2010

მთის ჩანაწერები: დღე V (16.08.2010)

ოო დიდი დაღლის, გამოფიტვის, ჩემი წყლულიანი ფეხით ბოდიალის და კალოთანას უღელტეხილის დღე. დღე როდესაც კარგ და სასაცილო ამბავს ვერ იგონებ :( მხოლოდ სიარული, დიიიდი აღმართი და უფრო დიდი დაღმართი, კავკასიური გველგესლების თანხლებით :) ბილიკი ფრიალო კლდის თავზე, ორი საათი ძილი უღელტეხილზე, არეული გზა, უზარმაზარი ნაგაზები და ბოლოს კარვიჭამია ვირთხები :D

დილით როგორც ყოველთვის მოგვიანებით გაგვეღვიძა, ნაწვიმარზე დავიძარით. ასე უსიამოვნოდ ცხოვრებაში არ მივლია. ბილიკი ხშირად იკარგებოდა და ჩვენც გადაადგილება წელამდე ბალახში, ბუჩქნარს დამსგავსებულ კორომებში და რაც მთავარია მდინარის გაყოლებაზე ფერდობ-ფერდობ გვიწევდა. შარვალი დასველდა და სხეულზე მიეკრა (ყველაზე ძალიან ეს მეზიზღება და სველი ფეხები :(   ). ასე თუ ისე ვიარეთ. უღელტეხილი შორიდან კარგად გამოიყურებოდა, მარტივად მაგრამ ახლოს მისვლა გაგვიჭირდა.

მოკლედ ურელტეხილისკენ სვლა ნელნელა გართულდა, ფეხი გამიხურდა მიუხედვად იმისა რომ ვიზუალურად ვერ ვხედავდი, ვხვდებოდი რომ თლა კაი ამბავი არ იყო ჩემს თავს. სვლას ვუმატე და კინაღამ კავკასიური გველგესლა დავიმეგობრე ბილიკზე რომ გაწოლილიყო მზის გულზე, ერთი ნაბიჯიც და ან იმას დაერხეოდა ან მე :) ჰოდა ამასაც ავუარე გვერდი და უღელტეხილის ბოლო აღმართის ძირში დავეწიე დანარჩენებს, ქვევით ხალხი არც ჩანდა ჰოდა მივწექით და ერთი გემრიელი ძილიც გამოვაცხეთ :)

გაღვიძების შემდეგ კი ერთხელაც გავიჭირვეთ და აღმართი ნელი და მძიმე ნაბიჯით ავიარეთ, უკან რომ გამოვიხედე არხოტის ხეობას რაღაც უცნაური ფერი გადაჰკვროდა, მზეც კი ანათებდა მაგრამ ჭაუხებსაც ნისლი შეპარვოდა.

კარგად რომ მოვათვალიერე გარემო, ჩემს წინ ხადუს ხეობის და სოფელ ატაბეს ხედი გადაიშალა, შიშით გავაპარეთ თვალი მარცხნივ და გიხაროდენ: პირიქითაში გადასასვლელად კიდევ ერთი უღელტეხილი გადაიშალა ჩვენ წინ (ანატორისღელე 2768 მ, გადასასვლელი ხადუდან გუროში). კალოთანას უღელტეხილის სიმაღლე ტოპოს მიხედვით 2978 მ ია, დაბალი ჩვენსმიერ გავლილ სხვა უღელტეხილებზე (ფეხით), მაგრამ ასე საშინლად ცხოვრებაში არ დავშვებულვარ. ბილიკი ჯერ ფერდობზე ფრიალო კლდეს მიუყვება, მერე კი იკარგება და შენს წინ საშინელი დაღმართია ალაგ ალაგ ნაბილიკარით.

მოკლედ ხშირი დასვენებებით დავეშვით, მეორე უღელტეხილის ძირამდე მისვლის იმედი გვქონდა ეგებ რამე საშუალება გვენახა და გუროს ხეობაში გადასვლაში დაგვხმარებოდნენ.

ჰოდა ასე წვალებ წვალებით დავეშვით და რომ გვეგონა გავივაკეთ კინაღამ ერთერთი მონაწილე დავკარგეთ :) მოკლედ უკანხადუმდე სულმოუთქმელად ვიარეთ, გავცდით და მეცხვარეების ბინას მივადექით სადაც ცოტა დაგვაკლდა და ლამის ვეებერთელა ნაგაზების ლუკმა გავხდით :( მეცხვარეეებმა თავაზიანმა კახელებმა, თავაზიანად გვითხრეს უარი (იმდენი ……   ………..) ჰოდა სხვა გზა არ იყო რაღაც ქოხი აღმოვაჩინეთ და მისი ოკუპაცია მოვახდინეთ ერთი ღამით, მაგრამ ეს ქოხი როგორც შემდეგ აღმოჩნდა კარვიჭამია ვირთხებს და თაგვებს ჰქონდათ ოკუპირებული უკვე და მთელი ღამე გემრიელად გეახლებოდნენ კარვის ნაფლეთებს :) ჩემი ფეხიც საყვარლად დაწყლულდა, გასივდა და გაშავდა. ამიტომ გადავწყვიტეთ აქედან ბარისახოში ჩავსულიყავით და იქ მანქანა გვეშოვა შატილში ან უკეტეს შემთხვევაში მუცოში წასასვლელად. რომ ვიანგარიშე იმ დღეს ჯამში 15 კმ მდე გვივლია, ასეთ გზაზე ეს ცუდი მაჩვენებელი მართლა არააა.

Автор: giorgitab | Сентябрь 2, 2010

მთის ჩანაწერები: დღე IV (15.08.2010)

მოკლედ ეს იყო უმაგრესი, გამორჩეული და ლამაზი დღე. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცოტა ვიარეთ მაინც ;) უმაგრესი იმით რომ ამდენი ცხოვრებაში არ მიცინია, გამორჩეული იმით რომ რაც წამოვედით ამ გზებზე პირველად გვენთო ცეცხლი და ლამაზი იმით რომ თუ საღამოს წვიმას არ ჩავთვლით, მზიანი ამინდი იყო და ხედებიც შესანიშნავი. დილით სხვების არ ვიცი და აი მე თავი ძლივს ავწიე, ჯერ ვერ მივხვდი სად ვიყავი, მერე ნელ ნელა გონება განათდა ყველაფერი გამახსენდა და გონებაც დამძიმდა იმაზე ფიქრით რომ უნდა ავმდგარიყავი, ჩანთა ამეკიდა და ეშმაკმა იცის რამდენი კილომეტრი მევლო. ავდექი, ეზოში „პახმელიაზე“ გამოსვლის  ეტაპი წარმატებით დაგვირგვინდა, ჰოდა ცოტა იშტაზე მოსულებმა ჩანთების ავიკიდეთ და მოლაშქრისათვის ნამეტანი უჩვეულო დროს გავუდექით გზას. 12 საათი იქნებოდა დაწყებული სოფელ ამღაში რომ მივედით, დიდხანს აქაც არ გავჩერებულვართ მდინარეზე გადავედით და ქვევით დავეშვით.

მოკლედ ვიდრე დაღმართი იყო გამართულები მივდიოდით. კალოთანასკენ სანამ ავუხვევდით დავისვენეთ. აქვე ერთს ვიტყვი კალოთანას ხეობა და უღელტეხილი გეგმაში არ იყო, ტანიეს ხეობით და ისართღელეს ურთულესი უღელტეხილით ვაპირებდით პირიქითაში გადასვლას, მაგრამ არ გვირჩიეს ისე უფრო მარტივად წახვალთო და ჩვენც მიუხედავად იმისა რომ ამ მონაკვეთის რუკა არ გვქონდა თამამად შევბედეთ აქეთ წასვლა, თუმცა კი როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად. ასე თუ ისე შევისვენეთ და ხეობას შევუყევით, სხვათაშორის ლამაზი ხეობაა პატარა და ფერადი. გავიარეთ ნასოფლარი და აღმოვაჩინეთ რომ ენერგია არცერთს აღარ შერჩენოდა, ცხადი იყო უღელტეხილს იმ დღეს ვერ გადავლახავდით, წინ წასვლის აზრიც არ იყო მომხიბვლელი არ ვიცოდით კიდევ შეგვხვდებოდა თუ არა ასეთი ტყიანი, წყლიანი საბანაკე. თანაც ცას შავი ღრუბელიც შეერია.

ადრე დაბანაკებამ ის გამოიწვია, რომ დრო დაღამებამდე ბევრი დარჩა ჰოდა თავი ხომ უნდა შეგვექცია რამით. ვიღაცას თევზაობის იდეა მოუვიდა, უანკესოდ. იდეა კარგი იყო მაგრამ უშედეგო. ბოლოს კი სპექტაკლიც დაიდგა: სიზმარა. დამწყებთა კვალობაზე კარგად გამოგვივიდა :) იმდენი ვიმხიარულეთ, რომ ბოლოს მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შეგვეძლო: დედააააააააააა!!!!!!!! :) ))))))))))))) საღამოთი ცეცხლის პირას გავიბოლ გავიჭვარტლეთ და ეს დღეც ასე დავასრულეთ თუმცა ამ კარგმა დღემ ერთი საჩუქარი კიდევ დამიტოვა, როგორც მეორე დღეს აღმოვაჩინე თურმე დიყამ დამსუსხა.

დასასრულ რამდენიმე სურათი და ერთი კარგი ბმული ;)

www.lib.ge/body_text.php?4694     ესეც ბმული ;)

Автор: giorgitab | Сентябрь 1, 2010

მთის ჩანაწერები: დღე III (14.08.2010)

იმის გამო, რომ ამ დღეს გადაუღებლად წვიმდა, მთელი დღე ჩვენს მასპინძელთან მოგვიწია გაჩერებამაც და დარჩენამაც. ჩვენი მასპინძელი კი ხვთისო ძია იყო ასაკიანი, მაგრამ მუხლმაგარი კაცი ხოდა საუბარს საჭმელი მოჰყვა, საჭმელს ბუნებრივია სასმელი, სასმელს ქეიფი და მოკლედ მოსაყოლი ახლა მხოლოდ სადღეგრძელოების შინაარსი დარჩა იმ დღისა, თუმცა აქაც იმედს გაგიცრუებთ და ვერაფერი დავიმახსოვრე.

არხოტი, არხოტის ხეობა, ხეობა პირიქით ხევსურეთში. ძველად არხოტის მოსახლეობა გაერთიანებული იყო არხოტის თემში, რომლის ორი სოფელი ახიელი და ამღა კიდევ არსებობს, ხოლო სოფ. ჭიმღა გაუკაცრიელდა.

1926 წლის მონაცემებით არხოტის თემის მოსახლეობა ასე გამოიყურებოდა:

სოფელი/ სულ /მთავარი გვარი

ამღა  96 წიკლაური, ჭოლოკაური


ახიელი  86 ბალიაური, უჩიაური,ნაროზაული ცისკარაული


ჭიმღა  74 გაბუური, გიგაური

არხოტისწყალი, ცირცლოვანისწყალი, მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდ. ასის ზემო მონაკვეთი. სათავე აქვს არხოტის უღელტეხილთან. სიგრძე 23 კმ, აუზის ფართობი 242 კმ2, სოფ. ახიელთან მარცხნიდან უერთდება მდ. ახიელისწყალი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვესა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში.

ჰოდა მერე უცებ რამდენიც არ უნდა ეძებო არხოტზე ინფორმაცია ფაფუ, ინტერნეტს ვგულისხმობ :(

Автор: giorgitab | Август 31, 2010

მთის ჩანაწერები: დღე II (13.08.2010)

დილით მოტივირებული მკვლევარები არხოტისაკენ დავიძარით, ეჭვის დონეზე ვიცოდით რომ არხოტში ენდემურ ბერტყვს შეიძლება გადავწყდომოდით :) ჰოდა მონდომებამ დაძლია დაღლილობა და 12.00 სთ ზე დაახლოებით უკვე არხოტისთავისღელეს უღელტეხილიდან დაშვება დავიწყეთ არხოტისაკენ სიმღერ სიმღერით (არხოტოოოო, სამშობლოოო) ამინდი იდეალური იყო იდეალური სიარულისთვის არ წვიმდა და ღრუბელიც გემრიელად გადაფარებოდა აგვისტოს მზეს. დამავიწყდა მეთქვა უღელტეხილის სიმაღლე ტოპოს თუ დავუჯერებთ 3287მ ყოფილა ზღვის დონიდან, ანუ დასაწყისისთვის კაი სიმაღლე აგვიკრეფია :)

მოსჩანს მწვერვალი როშკახორხი, მის უკან ჭაუხები...იმ დღეს ჩემი გამოთვლებით სოფელ ახიელამდე დაახლოებით 15 კმ ვიარეთ, მომენტებში გაგვიჭირდა მაგრამ საბოლოოო ჯამში მაინც კარგად გამოგვივიდა იმიტომ რომ სოფელში დაღამებამდე ჩავედით, თან გზადაგზა ბევრგან დაისვენა ხალხმა + 2 გან ფეხზეგახდილმაც გავტოპე, ასე რომ შებინდებისას სოფელში ჩვენ და წვიმის თქეში ერთად მივედით :D პირველივე სახლში შეგვიპატიჟეს და იმის გამო რომ კარვის გაშლის არც დრო იყო და არც საშუალება გოგოები სახლში დავაბინავეთ ჩვენ კი ერთი გადახურული შენობა გვხვდა წილად, აი შიგნით კი გავშალეთ კარავი მთავარია რომ არ წვიმდა შიგნითაც ისე როგორც გარეთ. საჭმელი მასპინძელთან მივირთვით და უკეთესი დღის იმედით დავიძინეთ, ცას შევცქეროდი ერთი სული მქონდა გადაეღო და გზა გაგვეგრძელებინა :)

არხოტის ხეობა

Автор: giorgitab | Август 30, 2010

მთის ჩანაწერები: დღე I (12.08.2010)

ზუსტად არც კი მახსოვს რამდენი წლის ჩანაფიქრი განხორციელდა იმ დღეს, ის კი ზუსტად ვიცი რომ 2008 წელში ომმა ჩაშალა, 2009 ში აღარ მახსოვს მაგრამ სვანეთიდან ჩამოსულები ვეღარ წავედით ამ ეგრედ წოდებულ საუკუნის მარშრუტზე :)

მოკლედ სტარტი 2010 წლის 12 ივლისს თბილისიდან კი ავიღეთ, მაგრამ ის თერთმეტდღიანი მომქანცველი სვლა სოფელ ჯუთადან დაიწყო სწორედ ამავე დღეს, მანამდე სოფელ სნოში გავჩერდით ცოტა ხნით.

სნოს ციხე და ვახტანგ გორგასლის ძეგლი

სნოსოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე სნოსწყლის ხეობაში. საკრებულოს ცენტრი (სოფლები:ართხმო, აჩხოტი, ახალციხე, კარკუჩა, ქოსელი, ჯუთა). ზღვის დონიდან 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 418 კაცი.

ჯუთასოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სნოს საკრებულო), მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 2200 მეტრი, სტეფანწმინდიდან 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 კაცი.

იმ დღეს დაბანაკებამდე დააახლოებით 8 კმ გავიარეთ, თუმცა მანძილის სიმცირე დროის სიმცირემაც განაპირობა რადგან სადღაც 14.00 საათზე დავიძარით+ ამას დაუმატეთ მესაზღვრეებთან რეგისტრაცია (თუ რაც ჰქვია, მგონი საშვი???) და ბინდმა კარგ დროს მოგვისწრო, დაღლით იმდენად დაღლილები არ ვიყავით რამდენადაც არეულები, პირველი დღე იყო მაინც ;)

მოკლედ დავლაგდით, კარვები გავშალეთ და საჭმელს ვეკვეთეთ, ნუ პირველი დღეები გამოგიტყდებით კილკა, შპროტი და ათასგვარი კონსერვი გემრიელიც კი ჩანდა, არც მხრები გვტკიოდა, არც ფეხები და სულ რაღაც ერთი დღის დაუბანლობაც არ გვაწუხებდა ძალიან :D . საჭმელთან ერთად ერთ ლიტრა ჭაჭასაც მოვუღეთ ბოლო (სულ ეგ იყო და ისიც 13 კაცმა დავლიეთ) და იდეაც დაიბადა: ჯუთასტარი 2010!!!!!!!!!!!! ( :D ) ჰოდა ატყდა სიმღერა და ჩქარი ტაში ჟიურის და მოპაექრე გუნდების თანხლებით ;)

თავს აღარ შეგაწყენთ იმით ვინ გაიმარჯვა და როგორ, ან რა ანგარიშით ერთი კია დასაწყისი ნამეტანი კულტურულ, შემეცნებითი და მხიარული გამოდგა. ჰოოდა ჩვენც ცოტა დაღლილებმა უფრო უკეთესი დღის იმედით მივაშურეთ კარვებს :)

გაგრძელება იქნება ;)

Автор: giorgitab | Август 27, 2010

ურაველის ხეობა

რა ხანია აქეთ მინდა წასვლა. გინდათ გასეირნება დაარქვით, გინდათ ლაშქრობა წასვლა კი მინდა. ცოტ ცოტა ინფორმაციები შევაგროვე და აბა მოვუყრი თავს თუ გამოვა რამე:

მოდი ჯერ წიკიპედიას მოვიშველიებ:

ურაველისოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ურავლის ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: მუსხი, წყორძა, ხეოთი). ზღვის დონიდან 1250 მეტრი, ახალციხიდან 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 768 ადამიანი.  ურაველი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -4 გრადუსი), ზომიერად თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 გრადუსი). ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანად. სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.

ანდრიაწმინდა – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები:ანდრიაწმინდა, ანდა). მდებარეობს მდინარე ურაველის მარცხნივ, ზღვის დონიდან 1320 მ. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში. სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესია.

ხეოთისოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში (ურავლის თემი ), მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხეოთისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 1420 მეტრი, ახალციხიდან 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 312 კაცი[1]. სოფელში დგას XV-XVI საუკუნეების ეკლესია.

წყორძასოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში (ურავლის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ურავლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ახალციხიდან 16 კილომეტრი. სოფელთან არის XIII საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ბაიები.

ბაიები, კლდეში გამოკვეთილი XII-XIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყორძის დასავლეთით. დაახლოებით კლდის შუა ადგილას, ვიწრო ტერასაზე 3-4 სართულად განლაგებულ შენობათა მთელი ჯგუფია, აქვეა გალავნის ნანგრევები, გალავნის შიგნით კი კლდეზე მიბჯენილი, თითქოს კლდეში შედგმული ორი ერთნავიანი ეკლესიაა ერთიმეორის გვერდით. ერთი, მარცხენა, უფრო დაბალია, მეორე – უფრო მარალი და ვრცელი. გარედან ჩანს ეკლესიათა მხოლოდ სამხრეთი კედლები. პატარა ეკლესია მთლიანად თლილი ქვითაა ნაშენი. დიდ ეკლესიაში მხოლოდ სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლები და კამარაა ქვისა, დასავლეთის კედლის დიდი ნაწილი და საკურთხეველი კი კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესიებს გარედან კარგად მოჩუქურთმებული კარნიზი აქვს. დიდ ეკლესიაში მხატვრობის კვალი შეინიშნება. ეკლესიების ქვეშ ორ სართულად განლაგებული სადგომებია (ქვით ნაშენი წინა კედლებით), ხოლო დიდი სამლოცველოდან იწყება კლდეში ამოკვეთილი გასაძრომი და სამალავები. გალავანში შესასვლელი კარი გამოკვეთილია ერთი დიდი გათლილი ლოდისგან, რომლის შუაში სათვალთვალო ხვრელია ამოჭრილი. მესხეთს, რომლის მოსახლეობასაც საუკუნეთა მანძილზე ავიწროებდა თურქეთი, განსაკუთრებით ესადაგება ამგვარი სიმაგრეები თავისი საიდუმლო სამალავებითა და გადასასვლელებით.

აგარის მონასტერი, სამონასტრო კომპლექსი, ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი მდინარე ურაველის ხეობაში (ახალციხის მუნიციპალიტეტი). მთავარი ეკლესია (X-XI სს.) ერთ-ერთი უდიდესი და საუკეთესო ერთნავიანი ტაძარია საქართველოში. შემორჩენილია აგრეთვე სატრაპეზოს (XI-XII სს.), სამრეკლოსა (XIII-XIV სს.) და სხვა სამონასტრო ნაგებობათა ნანგრევები.

საფარის მონასტერი შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი. სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა. მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელთან.

კომპლექსის ყველაზე ადრინდელი შენობაა X საუკუნის მიძინების ერთნავიანი ეკლესია (ამ ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). წმინდა საბას მთავარი ეკლესია, სამრეკლო და სასახლე XIII საუკუნის დასასრულისა და XIV საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება, როცა სამცხეს ბექა მანდატურთუხუცესი, სარგისის ძე განაგებდა (სარგისი, ბექა და მისი ვაჟები- სარგის II და ყვარყვარე დახატულნი არიან წმინდა საბას ეკლესიის კედელზე). ჯაყელებმა საფარა თავის რეზიდენციად და საძვალედ აქციეს. ტაძრისა და კარიბჭეს სარკმლის წარწერაში მოხსენიებულია ხუროთმოძრვარი ფარეზასძე. წმინდა საბას ტაძარი შვეული კლდის პირზეა აღმართული. მის ასაშენებლად საჭირო გამხდარა არა მარტო ადგილის მოშანდაკება, არამედ კლდის ქიმზე საგანგებო საყრდენის ამოყვანაც. ძეგლის ფასადების დამუშავებაში, ორნამენტსა და ტექნიკის შესრულებაში ახლებური ხერხები ჩანს, მაგრამ წარსულთან კავშირი კვლავ საგრძნობია. ახალი ნიშნებმა თავი იჩინა, პირველ ყოვლისა, შენობათა ნაწილების შეფარდებაში (შდრ. ბეთანია, ფიტარეთი).

გუმბათის ყელი დადაბლებული და გაფართოებულია, რის შედეგადაც შენობის კორპუსი უფრო მაღალი ჩანს. ფასადებზე თავისუფალი, გლუვი ზედაპირები მეტია, ვიდრე წინათ იყო, გუმბათის ყრუ სარკმლები, რომლებიც ისვეა გაფორმებული საპირეებით როგორც ნამდვილი. ინტერიერში კვლავ ჩნდება პატრონიკენი, მაგრამ მას წმინდა დეკორატიული მნიშვნელობა აქვს. დასავლეთი კარიბჭე უჩვეულოდ მაღალია. მისი შიგა სივრცე, ღია თაღები, ვარსკვლავისებური კამარები უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. შენობაზე ბევრი წარწერაა. სამრეკლო ადრინდელი ქართული სამრეკლოების ტიპისაა. ქვემო კუბურ ნაწილში ჯაყელთა მსახურთუხუცესის ლასურისძის საგვარეულო სამარხი იყო, ზემოთ – საკუთრივ სამრეკლო.

მონასტრის ტერიტორიაზე გაფანტული სხვა სამლოცველოები XIV-XVI საუკუნეებს მიეკუთვნება. მონასტერს თავს დაჰყურებდა ციხე, გარშემო გალავანი ერტყა. XVI საუკუნეში მიტოვებული მონასტერი XIX საუკუნეში რუსმა ბერებმა განაახლეს, ზოგი რამ ააშენეს, შეაკეთეს ან გადააკეთეს, რამაც პირვანდელი სახის დამახინჯება გამოიწვია.

ფრესკა საფარის მონასტერში

საფარის მონასტერის მოღვაწეთა მთავარი წარმომადგენელია კათოლიკოსი არსენ I (IX ს.). X-XI საუკუნეებში აქ იღვწოდნენ ივანე და გაბრიელ საფარლები, XII საუკუნეში – იოანე მტბევარ-საფარელი, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე – მწიგნობარი ეფრემი, XVI საუკუნეში – ცნობილი კალიგრაფი სვიმეონ კარგარეთელი, XVIII-XIX საუკუნეებში – გადამწერები მიტროფანე საფარელი, ქრისტესია სამადაშვილი და სხვა.

ახლა ჩემი მოძიებული სია ძეგლებისა:

საფარის მონასტერი

წმ. საბას” ეკლესია    XIII_XIV სს.
“მიძინების” ეკლესია    X ს.
“წმ. დიმიტრის” ეკლესია    გვ. შუა სს.
“პეტრე-პავლეს” ეკლესია    გვ. შუა სს
“წმ. გიორგის” ტაძარი    გვ. შუა სს
სამრეკლო    XIV ს.
“წმ. გიორგის” ეკლესია    გვ. შუა სს
“იოანე ოქროპირის” ეკლესია    გვ. შუა სს
“ნათლისმცემლის” ეკლესია    გვ. შუა სს
ათაბაგების სასახლე    გვ. შუა სს
გალავანი    გვ. შუა სს
სხვა ნაგებობანი    გვ. შუა სს

ანდრიაწმინდის “წმ. ანდრიას” ეკლესია    X ს.

აგარის მონასტერი
მთავარი ეკლესია    X_XI სს.
ეკლესია    განვით. შუა საუკ.
ეკლესია    განვით. შუა საუკ.
ეკლესია    განვით. შუა საუკ.
ეკლესია    განვით. შუა საუკ
სამრეკლო   XIII_XIV სს..
სატრაპეზო    XI_XII სს.
სხვა ნაგებობანი    განვით. და გვიანი შუა საუკუნეები

ურაველის გუმბათიანი ეკლესია    X_XI სს.

ბაიების საეკლესიო კომპლექსი XIII ს. დასასრული
ნახევრად გამოქვაბული ეკლესია
ცალკემდგომი ეკლესია
გვირაბი

ბაიოღლები. გამოქვაბული, კომპლექსი შუა საუკუნეები

ხეოთის საეკლესიო კომპლექსი VIII_XVI სს.
ეკლესიის ნანგრევები
სამრეკლო
სხვა ნაგებობანი

ორცეფის ციხე

ესეც რუკა, უფრო სწორედ მსგავსი რუკის :D

მოკლედ მე აქეთ არ ვყოფილვარ და პირველად მივდივარ ამიტომ სურათებიც არ მაქვს თუმცა გუგლში მაგის მოძებნა არააა რთული ამბავი, ახლა ტრანსპორტსაც დავაზუსტებ და სექტემბრის შუაში ჰერი-ჰერი ორი დღით ;)

Рубрики

Follow

Get every new post delivered to your Inbox.